WHEELROOMS — პრემიუმ დისკების მაღაზია — მთავარი სურათი

პროექტის შესახებ

WHEELROOMS არის პრემიუმ ავტომობილის დისკების ონლაინ მაღაზია. მუქი, თანამედროვე დიზაინი აქცენტს პროდუქტზე აკეთებს და ქმნის „premium tuning store"-ის განცდას.

მაღაზია აერთიანებს 5000+ დისკს 40+ ბრენდისგან (BBS, Vossen, Rays, OZ, Enkei, Work, Rotiform, ADV.1). დისკის მოძებნა შესაძლებელია მანქანის მარკის, მოდელისა და წლის მიხედვით ან ფილტრებით — ზომა (R15–R22), PCD და ფასი.

პლატფორმას აქვს ელ-კომერციის სრული ფუნქციონალი: კალათა, მომხმარებლის ანგარიში, ფასდაკლებები და 24/7 მხარდაჭერა.

რა პრობლემა გადაჭრა

დისკის სწორად შერჩევა რთულია — უნდა დაემთხვეს მანქანის ზომას, PCD-სა და ET-ს. WHEELROOMS-ის მანქანის მიხედვით ძებნა და ფილტრები ამ პროცესს მარტივ 3 ნაბიჯად აქცევს.

ერთ სივრცეში თავს იყრის 40+ ბრენდი ორიგინალობის გარანტიით, რაც კლიენტს არჩევანსა და ნდობას უმარტივებს.

ფუნქციონალი

  • მანქანის მიხედვით ძებნა (მარკა / მოდელი / წელი)
  • დისკების კატალოგი ფილტრებით — ზომა, PCD, ფასი, ბრენდი
  • 40+ ბრენდი და 5000+ პროდუქტი
  • კალათა და შეკვეთის სისტემა
  • მომხმარებლის ანგარიში და რჩეულები
  • ფასდაკლებებისა და შეთავაზებების გვერდი
  • ორიგინალობის გარანტია და 14-დღიანი დაბრუნება
  • მუქი პრემიუმ დიზაინი, მობილურზე ადაპტირებული

გალერეა

მოგეწონა ეს პროექტი?

ერთად შევქმნათ მსგავსი — შენი ბიზნესისთვის მორგებული ვებ გადაწყვეტა.

მსგავსი საიტი მინდა